მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვისთვის თბილისში ჩამოვა, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება – რადიო “თავისუფლება”
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კვირას, 22 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვისთვის თბილისში ჩამოვა, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება,- ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
მათივე ცნობით, ინფორმაცია, რომ იგი მსახურებას არ აღავლენს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “რადიო თავისუფლებას” 19 მარტს დაუდასტურა.
“არ ყოფილა დაგეგმილი (ბართლომეოსის მსახურება). ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისგან არ გავრცელებულა”,- განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, კვირას ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გაუძღვება.