მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.
პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები