აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, FBI საზოგადოებას სთხოვს ფოტოზე გამოსახული პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარონ.
როგორც BBC-ი იუწყება, ეს არის სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული იმ პირის პირველი ფოტოები, რომელიც, მათი აზრით, შესაძლოა კირკის მკვლელობაში იყოს ჩართული.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს გუშინ, 10 სექტემბერს, იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობის შედეგად მალევე დაიღუპა.