მუხრანში უეფას სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში უეფას სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი დაესწრო.

“ახალი საფეხბურთო კომპლექსი, რომელიც ფართო საინვესტიციო ვალდებულების ნაწილია, მცხეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა. პროექტი სახელმწიფოსა და კომპანია MD Properties-ის შორის გაფორმებული საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში განხორციელდა.

სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ასევე, მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ და პროექტის ინვესტორმა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სპორტული კულტურის გაძლიერება, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა და რეგიონის განვითარება.

ინვესტიციის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სოფელ მუხრანში სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, სოფლის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესში მუნიციპალიტეტის ხელშეწყობა და ნიკო ბურის სახელობის საჯარო სკოლისათვის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები