ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები