ნინო წილოსანი: ის ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც იკითხებიან, იყვნენ უშუალო მონაწილეები და ორგანიზატორები იმ აქციების, ამ ყველაფერს თავადაც არ უარყოფენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საქალაქო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლობის დირექტორის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ის ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც იკითხებიან, იყვნენ უშუალო მონაწილეები და ორგანიზატორები იმ აქციების. ამ ყველაფერს თავადაც არ უარყოფენ. ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების რესურსით მონაწილეობდნენ აქციებში და რეალურად, სწორედ ამ ორგანიზაციების ადამიანური რესურსი წარმოადგენდა იქ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აგრესიულ ძალას. როგორც ვამბობდით, იქ მდგომი ადამიანები სწორედაც რომ ფინანსდებოდნენ უცხოური თანხებით. ყველაფერზე დადასტურებულად და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებით უკვე საგამოძიებო სისტემები და უწყებები გაგვცემენ პასუხს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლობის დირექტორი გამოიკითხა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები