ზელენსკიმ კელოგს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს, ბინა და უკრაინის მოქალაქეობა მისცეს.

უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ კიევში კელოგის ყოფნა, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმებს შეაჩერებს.

„მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო გენერალ კელოგს. ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „პეტრიოტზე“ არანაკლები თავდაცვის სისტემა ჰქონდა. ამაზე ნამდვილად საუბრობენ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აქ იმყოფებით. როცა კიევში ხართ, კიევის მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია ცოტა ხნით დაიძინოს… მე მზად ვარ, გენერალ კელოგს მოქალაქეობა მივცე. ყველაფერი, რაც მას სჭირდება, ბინა, ყველაფერი, რაც მას სჭირდება“, – თქვა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები