გერმანიაში რუსეთის ელჩი პოლონეთში დრონის ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს
პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატის ინციდენტთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულმა რუსეთის ელჩმა ინციდენტი დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა, რომლითაც, უპირველეს ყოვლისა, კიევია დაინტერესებული, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიაში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელშიც, პირველ რიგში, დაინტერესებულია უკრაინა, რომელიც ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის, ასევე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფსონს დებენ რუსეთზე ზეწოლის გაზრდაზე და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პარამეტრებზე დიალოგის ჩაშლაზე“, – ნათქვამია ბერლინში რუსეთის საელჩოს კომენტარში.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი პოლონეთში დრონის ინციდენტთან დაკავშირებით უწყებაში დაიბარეს.