მარტვილის მერმა 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. მედალოსნებს საჩუქრები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჯილდოვდა 51 ოქროსა და 13 ვერცხლის მედალოსანი წარმატებული მოსწავლე.
“მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ასევე დაჯილდოვდნენ მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი პედაგოგები.
ღონისძიება მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.