“ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, რის გამოც მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა” – სუსი
ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, რის გამოც ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ.
„შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს მისი დაკავების კადრების გავრცელებისგან“, – აღნიშნავენ სუს-ში.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია.
სუს-ის ინფორმაციით, ბურჭულაძე დააკავეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.