სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის თანხის დაპირების ფაქტზე დააკავეს.
საქმის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს”, – განაცხადა გაგნიძემ.