გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის  სავალი ნაწილიდან  გადავიდა და ამობრუნდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები