ნატო აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გასაძლიერებლად ოპერაციას ჩაატარებს

პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატის ინციდენტის შემდეგ, ნატომ რუსეთთან საზღვარზე თავდაცვის გასაძლიერებლად ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ნატო იწყებს პროგრამას „აღმოსავლეთის მცველი“, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პოზიცია აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს სამხედრო აქტივობა უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მოკავშირე ძალები, მათ შორის დანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და სხვა“, – თქვა მან ნატო-ს ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ალექსუს გრინკევიჩთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რუტეს თქმით, ოპერაცია ასევე მოიცავს ელემენტებს, რომლებიც დრონებთან დაკავშირებული სპეციალური ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. ნატო გამოიყენებს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ასევე დაგეგმილია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

გრინკევიჩმა დააკონკრეტა, რომ სამხედრო ბლოკმა ოპერაცია უკვე დაიწყო. როგორც მთავარსარდალმა დასძინა, ოპერაცია მთელ აღმოსავლეთ ფლანგს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები