6 თვეში გერმანიიდან 11496 ადამიანი გააძევეს – მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არიან
წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან 11 496 ადამიანი იქნა დეპორტირებული, მათ თავშესაფარზე უარი უთხრეს.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემშია ნათქვამი.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად დეპორტირებულთა შორის იყვნენ ალბანეთის, სერბეთის, რუსეთის, საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები.
გარდა ამისა, ქვეყნის საზღვარზე გამოვლენილი იყო 6905 არალეგალი მიგრანტი. 1525 ადამიანი მას შემდეგ გააძევეს, რაც ისინი გერმანიაში უკანონოდ მოხვდნენ.
ევროკავშირში მოქმედი დუბლინის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ქვეყნებს თავშესაფრის 4215 მაძიებელი გადასცა.
ამასთან, აღინიშნება, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლის მეორე ნახევრის მონაცემზე ნაკლებია. მაშინ ქვეყნიდან 12 261 ადამიანი იყო დეპორტირებული.