შალვა თადუმაძე: რომ არა უკანასკნელი წლების პროფესიული კარიერა, საბოლოოდ, მაინც ვისურვებდი, მქონოდა მოსამართლის სტატუსი

“რომ არა ის პროფესიული კარიერა, რაც უკანასკნელ წლებში დავაგროვე, საბოლოოდ, მაინც მივიდოდი ამ სტატუსის მიღებამდე და ვისურვებდი, რომ მქონოდა მოსამართლის სტატუსი, თუ ჩემი პროფესიული განვითარება იქნებოდა დამოკიდებული მხოლოდ საადვოკატო საქმიანობაზე”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც თადუმაძემ აღნიშნა, სხვადასხვა მოვლენის გათვალისწინებით, მისი მოსამართლეობა რთული იქნებოდა იმ დროს, როდესაც იგი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.
„მაშინ, როდესაც ხარ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, მით უმეტეს, რომ გადახედავ შენ მიერ განვლილ გზას, არის ის, რომ შესაბამისი სტატუსის მოპოვებაზე იფიქრო. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ რთული იქნებოდა ჩემი მოსამართლეობა იმ დროს, როდესაც საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი სხვადასხვა მოვლენის გამო, რომელზეც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ვისაუბროთ. ამიტომ, როდესაც მომეცა შესაძლებლობა, მივიღო მოსამართლის სტატუსი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მივიღო მოსამართლის სტატუსი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები