მდინარე ალგეთი საქართველოს “წითელი ნუსხის” სახეობის, ნაკადულის კალმახის ლიფსიტით გათევზიანდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ალგეთის ეროვნული პარკის მდინარეში იშვიათი პოპულაციების ზრდის მიზნით, ველური ბუნების სააგენტოს მიერ გამოყვანილი ნაკადულის კალმახის 350 ცალი ლიფსიტა გაუშვა.
„2016 წლის სექტემბრიდან  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 25 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა“,- აცხადებენ ველური ბუნების სააგენტოში.
მათივე ცნობით, სააგენტოს გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები