დავით ქართველიშვილი: რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლის ღვრას და ქაოსს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს, რომლებსაც საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი” შემოჰქონდათ პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ნამუსიანი ერის ის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში მიმდინარე ომს თავს საქართველოში აფარებენ და ამ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველა ტიპის მატერიალური და სოციალური პრივილეგიებით სარგებლობენ ერთხელ მაინც გამოვიდოდნენ ქუჩაში თავისი ხელისუფლების მისამართით მოწოდებით – „ხელები შორს საქართველოსგან!”.

„მერამდენედ შემოდის საქართველოში უკრაინული ნომრებით ავტოტრანსპორტი, რომელშიც ტერორისტული მიზნებისთვის განკუთვნილი ნივთიერება/მოწყობილობაა მოთავსებული: ნაწილი რუსეთში, ნაწილი – ჩვენთან განსახორციელებელი ტერორისტული აქტების მოსაწყობად. რუსეთში, იმ მიზნით, რომ მოსკოვის საპასუხო ზომების პროვოცირება მოახდინონ თბილისის წინააღმდეგ და ამით სანუკვარ “მეორე ფრონტს” ჩაუყარონ საფუძველი.

რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა გინდ გარედან, გინდ შიგნიდან – აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლის ღვრას და ქაოსს, ძველი შიგევროპული პრინციპიდან გამომდინარე: „ჩვენს შემდეგ, დაე წარღვნას ჰქონდეს ადგილი”. ამ პრინციპის ერთ-ერთი პოპულარიზატორის და ომის პარტიის „მოდერატორის” – ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არა მგონია შემთხვევითი. დეტალები ჯერ არ ვიცით და შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ სასიკვდილო უკრაინული ჰექსოგენის მიმღებ მხარეში, რატომღაც სწორედ Lee van der Khabe მეგულება.

ამ ყველაფრის ფონზე კი აქ მცხოვრებ 27 ათასს უკრაინელს, უფრო სწორედ, მათ ბრძოლისუნარიან მამრებს მივმართავ საკმაოდ პატრიოტული პლაკატებით. სხვა ნამუსიანი ერი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მიმდინარე ომს სხვა ქვეყანაში აფარებს თავს და ამ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველა ტიპის მატერიალური და სოციალური პრივილეგიებით სარგებლობს ერთხელ მაინც გამოვიდოდა ქუჩაში საკუთარი ხელისუფლების მისამართით მოწოდებებით: „ხელები შორს საქართველოსგან!”. ამის მაგივრად, პერიოდულად ნაცების ორგანიზებულ „მაიდანებში” იღებენ მონაწილეობას და ჩვენი ფიზიკური განადგურების მსურველებსაც არ გამოვრიცხავ მათ რიგებში. ამიტომაც – Усі на фронт!,” – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები