სუს-ის შენობაში, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატები შევიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატები შევიდნენ.
უფლებადამცველები დაკავებულებთან შესვლას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დღეს დააკავა. ამასთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.