31 წლის კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ამერიკის ფედერალურმა გამოძიებამ (FBI) და იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული ვიდეომასალით სავარაუდო დამნაშავის გამოსახულებები არსებობს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მაღალი სიმძლავრის ბოლტ-აქშენის თოფი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელობაში იყო გამოყენებული. ამასთან, შეგროვებულია ფეხსაცმლისა და ხელის ანაბეჭდები.
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კირკის სიკვდილის შემდეგ “თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი” მიენიჭება.