მარკო რუბიო – ჩარლი კირკის მკვლელობაზე: ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა

WASHINGTON, DC - MARCH 22: Sen. Marco Rubio (R-FL) talks about bipartisan legislation to create "red flag" gun law during a news conference at the U.S. Capitol March 22, 2018 in Washington, DC. The law would make it possible for a judge to place a restraining order on a person's gun ownership if there is evidence that he or she has become a danger to themselves or others. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლიტიკურ ღონისძიებაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ. და ირონიულად, ამერიკულ პოლიტიკაში დარჩენილი მცირერიცხოვანი ადამიანებიდან ერთ-ერთი აქტიურად იყო ჩართული დიალოგსა და დებატებში.

მისი ღონისძიებები სიტყვასიტყვით მოუწოდებდა ხალხს, მისულიყვნენ და ესაუბრათ, შეთანხმებულიყვნენ მასთან. ეს არის ის, რაც ამერიკულ პოლიტიკას აკლია და მსოფლიოს წინაშე სიკვდილით დასჯა და ასეთი მოვლენა აღმაშფოთებელია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, ის ენდობა ადგილზე მყოფ გამომძიებლებს.

„FBI მსოფლიოში საუკეთესო საგამოძიებო ერთეულია… ვფიქრობ, ახლა უბრალოდ უნდა მივცეთ გამომძიებლებს საშუალება, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ“, – აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, რომ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს გუშინ, 10 სექტემბერს, იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობის შედეგად მალევე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები