აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს.

ლანდაუ სოციალურ ქსელ X-ის მომხმარებლებს მოუწოდებს, კომენტარებში შეატყობინონ ასეთი ადამიანების შესახებ.

„გუშინ, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის საშინელი მკვლელობის შემდეგ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უცხოელები, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს აქებენ, ჩვენს ქვეყანაში სასურველი სტუმრები არ არიან. შეშფოთებული ვიყავი, როდესაც სოციალურ მედიაში ვნახე, თუ როგორ აქებდნენ, ამართლებდნენ ან დასცინოდნენ ამ მოვლენას და დავავალე ჩვენს საკონსულოს თანამშრომლებს შესაბამისი ზომების მიღება. გთხოვთ, თავისუფლად მოიტანეთ ჩემამდე ასეთი უცხოური კომენტარები, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს ამერიკელი ხალხის დაცვა“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები