უკრაინაში ომი შესაძლოა, კიდევ სულ მცირე ორი წელი გაგრძელდეს, – ეს მოსაზრება გამოთქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა ესპანურ მედიასთან საუბრისას, რომლის შესახებაც ესპანური გაზეთი El Pais-ი წერს.
„კალასი უკრაინაში ომის მიმართ დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი: ის თვლის, რომ „კონფლიქტის დასრულებამდე მინიმუმ ორი წელი დარჩა“, – წერს გამოცემა უფრო დეტალური ციტატების მოყვანის გარეშე.
El Pais-ი ასევე იუწყება, რომ „სტრასბურგის კარის დერეფნებში“ ისინი რუსეთ-უკრაინის ომში ჩიხს ხედავენ.
„ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ რუსეთი უფრო გაბედული გახდა, რასაც პოლონეთზე გუშინდელი თავდასხმაც ადასტურებს.
წყაროები ვარაუდობენ, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ორივე მხარის ლიდერები არ შეიცვლებიან“, – წერს გამოცემა.