ზელენსკი: რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე ყირიმის ანექსიას ჰგავს
რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე 2014 წელს ყირიმში მომხდარ მოვლენებს ჰგავს და ეს ყველაზე ცუდია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს თავდასხმა ყირიმს ჰგავს. რით განსხვავდება ის? უბრალოდ, ახლა ტექნოლოგიური ომი მიმდინარეობს. ახლა ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ მწვანე ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, „პატარა მწვანე კაცუნები“, როგორც მათ უწოდებდნენ, რომლებიც უბრალოდ შემოვიდნენ თქვენს ტერიტორიაზე. დღეს სხვა ომია. დღეს კი იგივე როლი პოლონეთში რუსული წარმოების დრონებმა შეასრულეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები უნდა გაერთიანდნენ და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად შესაბამისი ზომები მიიღონ.