აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და Skillwill-ს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 137 დევნილი ახალგაზრდა სწავლების თანამედროვე, მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლება, მათ შორის IT პროექტების მართვას, გრაფიკული დიზაინს, UX/UI დიზაინს, ფულ-სტეკ ვებდეველოპმენტს, სოციალური მედიის მართვასა და კიბერუსაფრთხოებას.

ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია დღეს, „Skillwill“-ში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის პროექტის მნიშვნელობასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ ხელშეწყობაზე ისაუბრა.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსა და რეზო თურნავას ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები