გიორგი გოგლიჩიძე: ჩემი ინტერესია, მერიის კარი ყველასთვის ღია იყოს

ზესტაფონის ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე მერიის შენობაში ტურნიკეტის სისტემის დემონტაჟში მონაწილეობით დაიწყო. გიორგი გოგლიჩიძე მერიის თანამშრომლებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ წარუდგინა, რომელიც, ასევე, შეუერთდა ტურნიკეტის დემონტაჟის პროცესს. ახლადარჩეულმა მერმა აღნიშნა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მერიის შენობაში არსებული ტურნიკეტის გაუქმება იყო.,,წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ მერიის შენობაში გაუქმებულიყო ტურნიკეტი, რომელსაც ისინი აღიქვამდნენ, როგორც ბარიერს. მე მათ დავპირდი, რომ პირველივე სამუშაო დღეს გავაუქმებდი მას და ფართოდ გავხსნიდი მერიის კარებს საზოგადოებისთვის. ასევე, კარი ღია იქნება მერიის ყველა თანამშრომლისთვის – მისი სტატუსის მიუხედავად. დღეიდან, ზუსტად ამ წუთებიდან, იწყება ძალიან ახლო ურთიერთობა ხალხთან, რათა მათ აქტიურად შეძლონ მუნიციპალიტეტის მართვაში ჩართვა”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები