ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. მიმდინარე წელს, ამ კუთხით, 46%-ის განხორციელება მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ეწყობა, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ ადგილზე დაათვალიერა.
“ვიზიტორებს უკვე ელოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი, სადაც ახალი ინტერაქციული სივრცე მოეწყო. მუზეუმში მისული ვიზიტორები დაცული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა არწივის ხეობის ბუნების ძეგლზე ეწყობა. მთლიანი პარკის ტერიტორიაზე კი დამატებითი სველი წერტილების მოწყობის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და სწორი მენეჯმენტის გამო, პრესტიჟული ჯილდო – ევროპული დიპლომი აქვს მინიჭებული”,-აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.