„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა  საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 930 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით  ათას-ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები