შსს-მ იმერეთში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„სამართალდამცველებმა სოფელ დიმში, მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აკს-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები