პროკურორი: სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ბრალდების მხარის პოზიცია დადასტურდა იმ ნაწილში, რომ გ. ჯ.-მ ჩაიდინა დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმის პროკურორმა ბესო ქვარცხავამ ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნული საქმის გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, განაჩენით, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, პროკურატურის პოზიცია დადასტურდა.

,,ის განაჩენი რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო მიმდინარე წლის 3 ივნისს, ეს გახლავთ გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა პროკურატურის პოზიცია იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა გ. ჯ.-მ ჩაიდინა არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ერთად მონაწილეობდა ასევე სხვა პირი. ამასთან ერთად, მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა გარკვეული მტკიცებულებები, განაჩენი და მოპოვებული მტკიცებულებები, საერთო ჯამში, ერთობლივად შეფასდა, და სწორედ ზემოხსენებული ერთობლივი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს შესაბამისი განჩინების გაცემის მოთხოვნით, მ. კ.-ს დაკავებასთან დაკავშირებით. რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობა და დააკმაყოფილა. რომლის საფუძველზეც დაკავებულ იქნა მ.კ. დავით სარალიძის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ბესო ქვარცხავამ ახალ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც საფუძვლად დაედო მ.კ.ს დაკავებას.

მისი თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს საპროცესო ხელმღვანელობას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არის გამოყოფილი არასრულწლოვნების, ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან.

,,სწორედ გამოყოფილი სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების პერიოდში მოპოვებულ იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ასევე, მიღებულ იქნა სააპელაციოს მიერ კონკრეტული განაჩენი, რომელიც ადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პოზიციის გარკვეულ ნაწილს, რაც გულისხმნობს სარალიძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, შესაბამისად, სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი მკს ბრალდებისათვის დაკავებისატვის, ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების შინაარს და გასაჯაროებას, მე არ შემიძლია მოვახდინო მათი სრული დეტალიზაცია, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვანთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც დღესაც კვლავ გრძელდება გამოძიება“, -განაცხადა საქმის პროკურორმა.

პროკურორმა თოქ-შოუ ,,პირისპირ“-ში ჩართვის დროს ისაუბრა იმაზეც, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ქვარცხავამ განაცხადა, პროცედურულად დაგეგმილია, რომ კანონით გათვალისწინებულ 48 საათიან ვადაში მოხდეს დაკავებული პირის მიმართ ბრალდების წარდგენა, რის შემდგომაც გენპროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიმართოს სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

,,ასევე გათვალისწინებულია, გამოძიების კვლავ გაგრძელება საქმის სასამართლოში წარმართვამდე, მტკიცებულებების მოპოვება, მას შემდეგ რაც საქმეზე დასრულდება გამოძიება, ცხადია ეს სისხლის სამართლის საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განხილვის მიზნით და რა ტქმა უნდ აჩვენ მონაწილეობას მივიღებთ სასამართლოში .წარვადგენთ ყველა მოპოვებულ მტკიცებულებას და მას შემდგომ რაც დასრულდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, ჩვენ ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება სწორედ ძჩვენს მიერ წარდგნეილი მტკიცებულებების საფუძველზე ერთადერთი სამართლიანბი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესო ქვარცხავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები