საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, კერძოდ, გამოწერილი იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 17 885 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურ გაწევაზე, რითაც ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო 2 728 220 ლარის ოდენობის ყალბი ჩათვლა. ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები