ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “მერსედესისა” და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო(ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები