გიორგი გახარია: „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, “თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესია.
შესაბამისი კომენტარი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
,,სერიოზული პროგრესი გვაქვს „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის ნაწილში. ზუსტად იმ ვადებში, რომელიც მე საზოგადოებას განვუცხადე საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვექნება ის შედეგი, რომელიც დააკმაყოფილებს და მოხსნის ყველანაირ კითხვის ნიშანს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა. ხაზარაძის თქმით, 2018 წლის ივნისში ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა.