სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ (მეკო) კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ბრალდების მხარე სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი გათავისუფლებას ითხოვდა. განაჩენის გამოცხადებას თავად მერაბ კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები