პროკურორი: მსჯავრდებულ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა.
როგორც პროკურორმა  კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა.
 
„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს – მისი მოქალაქეობის დაკარგვის  ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასა და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირშია არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას   მოახდენს. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე, მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები