გორის რაიონში ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში ხანშიშესული ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მათ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები პედაგოგები იყვნენ და ამავე სოფლის სკოლაში მუშაობდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები