26 მაისს თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე,. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აიკრძალება რუსთაველის გამზირის მკვეთ – გამომცემლობა „მერანთან“ ჩიხში, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – ჭონქაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე.
26 მაისს დილის 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oPwjJ2Jd2Qg” width=”560″ height=”315″]