გიორგი ქაჯაია: პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს
„ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან არის მხოლოდ და მხოლოდ რევანშისტული მოწოდებები და არაფერია იმაზე თუ რას ჰპირდებიან თბილისის ამომრჩეველს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„თბილისის მერის არჩევნებია. ვინმემ მოისმინა ერთი პოლიტიკური განცხადება თუ როგორ ფიქრობენ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას და გამარჯვების შემდეგ რას სთავაზობენ ქართველ ხალხს? პირდაპირ მიდიან რევანშისტულ მოქმედებებზე და მათი დღის წესრიგი არის ის, რომ როგორმე დაამხონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, თბილისის მერი ჩამოაგდონ, დასხდნენ თბილისის მერის სავარძელში, მაგრამ შედეგი რა არის?
დღეს ვხედავთ, რომ იმედიანი, პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ოპოზიცია გვყავს, რომელიც არ არის იმედიანი. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური მავნებლობა და სიბრიყვეა. იბრძვი იმისთვის, რომ გახვიდე მეორე ადგილზე და უკვე შენს ამომრჩეველს აყენებ ამით შეურაცხყოფას. ოპოზიციის ოპოზიციად იქცნენ. როდესაც ვერ ქმნი პოლიტიკურ დღის წესრიგს, შედიხარ ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია. აი ამ ჩიხში არიან შესულები“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.