ლევან მახაშვილი: საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას, არ არსებობს

,,ჩვენ ვაპირებთ ევროკომისიისთვის დოკუმენტის გადაცემას, სადაც არის მოცემული მთელი ის დეტალური ინფორმაცია, სტატისტიკა, საკანონმდებლო პროცესები, ყველა ის მონაცემი, რომელიც ეხება საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს იმას, რისთვისაც შეიძლება ვიზალიბერალიზაცია იყოს ეფექტიანად და გამართულად ფუნქციონირებადი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ობიექტური სტატისტიკა, მონაცემი თუ არგუმენტი, რატომაც შეიძლება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში, ჩათვალონ, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

„ეს დოკუმენტი მაძლევს ყველაფრის თამამად თქმის საფუძველს, რომ ობიექტური შეფასებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო მიმოსვლას. რა თქმა უნდა იმსახურებს.

ვინაიდან ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დაახლოებით 20 მეზობელი ჰყავს ევროკავშირს აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ამ 20-ვე სახელმწიფოში საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მშვიდი და ყველაზე სტაბილური მეზობელი. საქართველო ევროკავშირისთვის ტვირთს არ წარმოადგენს, რადგან მათგან არაფერს ვითხოვთ, გარდა სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობებისა.

არ არსებობს არც ერთი ობიექტური სტატისტიკა, მონაცემი თუ არგუმენტი, რატომაც შეიძლება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში, ჩათვალონ, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას, არ არსებობს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები