ავთანდილ თალაკვაძე: მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოზურგეთის მერობის კანდიდატად დასახელება პაატა კუნჭულიას და წარმატებები ვუსურვო მუნიციპალურ არჩევნებში
“მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოზურგეთის მერობის კანდიდატად დასახელება პაატა კუნჭულიას და წარმატებები ვუსურვო მუნიციპალურ არჩევნებში”, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კუნჭულია შეძლებს, ოზურგეთს კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს.
„ვიდრე სამუშაო საკითხებზე გადავალ, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ოზურგეთის მერობის კანდიდატად დასახელება პაატა კუნჭულიას და წარმატებები ვუსურვო მუნიციპალურ არჩევნებში! მჯერა, გუნდთან ერთად, ის შეძლებს ღირსეულად გაუძღვეს საქმეს და ოზურგეთს კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. ჩვენი გუნდი, ქართული ოცნება განაგრძობს მუშაობას ოზურგეთის განვითარებისთვის. დღეს, გაგაცნობთ მიმდინარე გადაწყვეტილებებს და ინფორმაციას ახალი პროექტების შესახებ“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.