“მე მხარს ვუჭერ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას – ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს – “ქართულ ოცნებას” – ჯემალ სეფიაშვილი

ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი პოლიტიკაში  მოსვლას გეგმავს და ლევან მამალაძის პარტიის – “სახალხო ხელისუფლების” სიით აპირებს კენჭისყრასო.

კვირა” ბატონ ჯემალს დაუკავშირდა, რათა პირადად მისგან გაგვეგო ამ ინფორმაციის სიზუსტე.

“მცდარია, ძვირფასო, თქვენი ინფორმაცია. არცერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან არ ვაპირებ კენჭისყრას”, – აღნიშნა სეფიაშვილმა.

თქვენ არ შეხვდით ლევან მამალაძეს, ბატონო ჯემალ?

“მე იმდენ მეგობარს და ახლობელს ვხვდები, ვერ ჩამოთვლის ვერავინ. აკრძალულია?

თუმცა, ერთს გეტყვით და დაიმახსოვრეთ, რაა: მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი კაცი და არასოდეს არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ან მისი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამას შეხვდით, იმას შეხვდით… ეს რა საუბარია!.. მეგობრობა, ახლობლობა შეხვედრების გარეშე არ არსებობს! მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვინმეს, მათ შორის, ლევან მამალაძის პოლიტიკური გუნდის წევრი ვხვდები. გიმეორებთ: მე მხარს ვუჭერ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას – ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს – “ქართულ ოცნებას”! გასაგებია, შვილო?”, – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები