„მიყვარს პეიზაჟების ხატვა“ – 10 წლის ასპინძელი მხატვარი თამარ ჯვარიძე

ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. სწავლობს ასპინძის საჯარო სკოლის მე-5 ა კლასში. უყვარს ხელოვნება, განსაკუთრებით ხატვა და მუსიკა.
2020 წელს ასპინძის  საბავშვო ბაღში მოეწყო მისი პირველი გამოფენა: „მზის ფერები“.
2022 წელს მონაწილეობა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ გამართული ნახატების კონკურსში „მშვიდობა“. ნახატმა ალიონმა“ გამარჯვება და  პირველი ადგილი მოიპოვა.
2025 წელს, „ერთი მხატვრის“ ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში, საგამოფენო დარბაზში, გამოფენაზე დედამიწის სამკაული“ მონაწილეობა მიიღო ნახატებით: „თბილი სიცივე“ და „ზღვის სურნელი“. ეს ნახატები შევიდა კატალოგში „დედამიწის სამკაული“.
2025 წელს მონაწილეობ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-17 რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“.  საუკეთესო შესრულებისთვის   „ვერცხლის მედალი“ მიენიჭა.
2025 წელს, საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების კონკურსში კი მოიპოვ პირველი ხარისხის დიპლომი. – თამარ ჯვარიძის პერსომა.

–   ხატვა როდის შეგიყვარდა?
– სამი წლის ასაკში შემიყვარდა ხატვა და მახსოვს, როგორ ვუხამებდი ფერებს ერთმანეთს.
–  საყვარელი მხატვარი…
– ჩემი საყვარელი მხატვარი, ჩემი მასწავლებელი, რევაზ გვირჯიშვილია.
–  რისი დახატვა გიყვარს ყველაზე მეტად?  შთაგონებa?
– მიყვარს პეიზაჟების ხატვა, სულ ვეძებ გარდამავალ ფერებს. მიყვარს ბუნება და ამიტომაცაა ჩემთვის შთაგონების წყარო.
–   ხატვა და მუსიკა – რომელი უფრო მეტად გიყვარს?
– მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ორივე ძალიან მიყვარს.
–  ჯერ მეხუთე კლასში ხარ და უკვე წარმატებებიც მოვიდა… „თბილი სიცივე“ და „ზღვის სურნელი“ ახლახან კატალოგშიც შევიდა. როგორ ემზადებოდი ამ გამოფენისთვის?
– ხალისით და მღელვარებით.

ბებიასთან ერთად

–   საუკეთესო შესრულებისთვის რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში გაიმარჯვე…
– მთელი მონდომებით და პასუხისმგებლობის გრძნობით მსურდა შემესრულებინა საყვარელი კომპოზიტორის კახა ცაბაძის ნაწარმოები: „პატარა ვალსი“. ახლაც მახსოვს ის ემოცია.
–  სკოლას დიდი დრო მიაქვს, სხვა საგნებიც უნდა ისწავლო…
– მართალია, დატვირთული სასწავლო რეჟიმი მაქვს, მაგრამ ჩემს თავისუფალ დროს მთლიანად ხატვას და მუსიკას ვუთმობ.
–   პირველად ვინ ნახულობს შენს ნახატს? ვის რჩევებს ითვალისწინებ?
– ჩემს ნახატს პირველი დედა ნახულობს. გამოგიტყდებით, მიჭირს ხატვის დროს რჩევების გათვალისწინება.
–   ამჟამად  რის დახატვას აპირებ?
– ამჟამად ფერებზე ვმუშაობ, მინდა  დავხატო ნისლიანი მთები.
–   მომავალში რა პროფესიას აირჩევ?
– რა პროფესიაც უნდა ავირჩიო, ჩემთვის ყოველთვის საყვარელი საქმე იქნება ხატვა.

 

                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები