CNN: არიზონაში მძლავრი ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს( ვიდეო)

ამერიკის შტატ არიზონაში ძლიერი ქვიშის ქარიშხალი, ჰაბუბი ჩამოწვა და ქალაქი ფენიქსი მასიური მტვრის ღრუბლით დაფარა,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.

მედიის ცნობით, ქალაქში ხილვადობა თითქმის ნულამდე დაეცა.

CNN-ის ცნობით, ქარიშხალმა ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და ქალაქის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ასევე, გამოიწვია ავიარეისების შეფერხება ფენიქსის Sky Harbor-ის საერთაშორისო აეროპორტში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვასა და გარეთ ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები