ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ტრამპს რუსეთის მიმართ მოთმინება ამოეწურება
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბის თქმით, იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე დაკარგავს მოთმინებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ.
სტუბის თქმით, ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც პუტინი სერიოზულად აღიქვამს და მხოლოდ მისმა ზეწოლამ შეიძლება კრემლი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ აიძულოს.
“პუტინი იყენებს ტიპურ რუსულ მოლაპარაკების ტაქტიკას — ულტიმატუმებს, რომლებიც, პრაქტიკულად, მიუღებელია და მიზნად ისახავს დროის გაჭიანურებას. პუტინი მხოლოდ აღმოსავლეთიდან შემავალი ზეწოლით შეიძლება აიძულო მშვიდობისკენ”,- აღნიშნა ქვეყნის ლიდერმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რეგულარულად ესაუბრებიან, თუმცა უშუალო მოლაპარაკებების დაწყების წინ, აუცილებელია რუსეთის მხრიდან სერიოზული ნაბიჯები.
სტუბის აზრით, თუ პუტინი კვლავ არ დათანხმდება მოლაპარაკებებს, ტრამპი, სავარაუდოდ, ზომებს მიიღებს, მათ შორის სავაჭრო სანქციებს.
სტუბმა დასძინა, რომ ფინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა მიიჩნევს, რომ პუტინთან მშვიდობის მიღწევა მხოლოდ აშშ-ის აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი.