რუსი მოცურავე სტამბოლის სრუტის გადაკვეთისას გაუჩინარდა

რუსი მოცურავე ნიკოლაი სვეჩნიკოვი, სტამბოლის სრუტეში გაუჩინარდა, როდესაც თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ 37-ე საკონტინენტთაშორისო საცურაო რბოლაში მონაწილეობდა.

სტამბოლის სრუტის გადაცურვაში 81 ქვეყნის 2820 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საზღვაო პოლიციამ და სანაპირო დაცვამ სამძებრო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყეს მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსმა მოცურავე ნიკოლაი სვეჩნიკოვმა ფინიშის ხაზს ვერ მიაღწია.

სამაშველო ჯგუფები სპორტსმენის ძებნას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები