„ენგურჰესის“ ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0235 გრ ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს“ – 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ენგურჰესი“-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0235 გრ ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს“.

“სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები