ასპინძა-ახალქალაქის გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის შედეგად, მძიმედ დაშავდა ერთი პირი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები