მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, რუსეთმა ნავთობგადამუშავების 17% დაკარგა
უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 17% გამოუყენებელი გახადა, რაც 1.1 მილიონ ბარელზე მეტის ყოველდღიურ წარმოებას შეადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ტერმინალი, მათ შორის „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ ობიექტები. შეტევების შედეგად სამხრეთ და დასავლეთ რუსეთში საწვავის დეფიციტი გაჩნდა.
დრონებით თავდასხმების გამო, ვოლგოგრადის, ნოვოკუიბიშევსკის, სამარას, სარატოვსკის და სიზრანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მთლიანად დაიხურა.
ექსპერტების შეფასებით, ინციდენტმა სერიოზული დარტყმა მიაყენა კრემლის შემოსავლის მთავარ წყაროს — ენერგეტიკულ ექსპორტს.
როგორც მედია იუწყება, ბაზრებზე ნავთობის ფასმა მცირე რყევა განიცადა, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიტუაცია გლობალური მიწოდების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კიევმა მოსკოვის საომარი მოქმედებების ჩაშლის მიზნით , ათობით ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, ნავთობის საწყობი და სამხედრო-სამრეწველო ობიექტი დაბომბა. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიზნობრივი დარტყმებით შეასუსტებდა.