ორბანი: ზელენსკის განცხადება ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ ღია მუქარაა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნავთობსადენ “დრუჟბასთან” დაკავშირებით ზელენსკის განცხადებას “ღია მუქარა” უწოდა და თქვა, რომ ამას გრძელვადიანი გავლენა ექნება.

“ზელენსკის სიტყვებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. შანტაჟი, დაბომბვა და მუქარები ევროკავშირში არავის არ შეიყვანს. მან აღიარა, რომ ნავთობსადენ Дружба-ს იმიტომ ესვრიან, რომ ევროკავშირში მათ გაწევრიანებას არ ვუჭერთ მხარს. ეს აჩვენებს, რომ უნგრეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”,- დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის წინააღმდეგ “მუქარის” შემცველი განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი და უკრაინას რუსულ მილსადენზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები