ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ხვალ სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება. როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობას დაათვალიერებს, ასევე, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო პროექტზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა. რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. საქართველოს მთავრობის მეთაური ლიკანსაც ესტუმრება, სადაც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და არარეზიდენტ ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები