კახა კალაძე: თბილისში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი – ე.წ. ქარშეარინგი ამოქმედდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში თბილისში ელექტროავტომობილების გაზიარების სერვისის – ე.წ. ქარშეარინგის (carsharing) შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქში სხვადასხვა ადგილას პირველ ეტაპზე 300 ელექტრომობილი განთავსდება.
მოქალაქეებს კი, მათი გამოყენების შესაძლებლობა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ექნებათ. მერის ინფორმაციით, მსურველი ავტომობილის დაჯავშნას, მის გაღებასა და დაქოქვას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეძლებს.
“სპეციალური აპლიკაცია აჩვენებს, სად მდებარეობს მანქანა, შეგეძლებათ ამავე აპლიკაციით დაარეზერვოთ და აპლიკაციის მეშვეობითვე გახსნათ ავტომობილის კარი, დაქოქოთ ავტომობილი გასაღების გარეშე. ასევე, აპლიკაციის მეშვეობით გაიგებთ რამდენი ხანი შეგეძლებათ ავტომობილით სარგებლობა და რამდენი პროცენტით არის მისი ბატარეა დამუხტული. ავტომობილის გამოყენების შემდეგ მისი დატოვება თბილისში ნებისმიერ ადგილზე შეგეძლებათ“, – აღნიშნა პირდაპირი ჩართვისას კომპანიის წარმომადგენელმა.
ხოლო რაც შეეხება აღნიშნული სერვისის ღირებულებას, კალაძის განცხადებით, ფასის მიხედვით ე.წ. ქარშეარინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მარიამ მელაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები